ინტერიერის დიზაინერი
"Archenome" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის [სტაჟირება / დამწყები / გამოცდილი] თანამდებობაზე.
"Archenome"-ის გუნდის ზრდასთან ერთად, ჩვენი საინტერესო პროექტების მასშტაბიც იზრდება. საცხოვრებელი სივრცეების გარდა, ჩვენ ვქმნით მრავალფუნქციურ კომერციულ, საზოგადოებრივ და სამედიცინო ობიექტებს [კლინიკები, ლაბორატორიები, ოფისები, კაფეები].
ვეძებთ სხვადასხვა გამოცდილების სპეციალისტებს, რომლებსაც სურთ მრავალფეროვან საპროექტო პროცესებში ჩართვა და გრძელვადიანი კარიერის მოწყობა ძლიერ გუნდთან ერთად.
რას გთავაზობთ "Archenome":
- პროფესიული ეკოსისტემა - შემოქმედებითი სამუშაო გარემო და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის ღირებული გამოცდილება;
- ინფრასტრუქტურა - მძლავრი სამუშაო ტექნიკა შეუფერხებელი მუშაობისთვის და წვდომა ორგანიზაციულ, სპეციალიზებულ სისტემებზე;
- განვითარება [სტუდენტებისა და დამწყებებისთვის] - მასტერკლასები, ვიზიტები მიმდინარე ობიექტებზე, შეხვედრები შოურუმებთან, წვდომა მასალების უახლეს კატალოგებსა და ნიმუშებზე;
- მაღალკვალიფიციურ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობის გამოცდილება - კლინიკები, ლაბორატორიები, სასწავლო, საგამოცდო და ბიბლიოთეკის სივრცეები, კაფეები, ოფისები და ა.შ;
- მოქნილობა: დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის სწავლაზე სრულად მორგებული გრაფიკი.
რას ველით თქვენგან:
- გრაფიკული პროგრამების ცოდნას - 3Ds Max; ArchiCad / Revit; [3D ვიზუალიზაციის ხარისხი პრიორიტეტულია];
- ეფექტურ კომუნიკაციას - იდეებისა და საპროექტო ნამუშევრების ეფექტურად გადმოცემას როგორც ვერბალურად, ისე გრაფიკულად.
- შემოქმედებით ხედვას - რომელიც შეესაბამება ჩვენს სამუშაო ფორმატსა და საპროექტოს მიზნებს.
შენიშვნა: გამოცდილი დიზაინერის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება BIM მიმართულებით, სახელმწიფო დადგენილებებითა [41; 732; HACCP] და ორგანიზაციული მუშაობის გამოცდილებით სპეციალისტებს.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე [ორშაბათი - პარასკევი] ან/და მოქნილი გრაფიკი სტუდენტებისთვის;
სამუშაო საათები: 10:00-19:00 [შესვენების 1 საათის გათვალისწინებით];
სამუშაო ადგილი: დ. აღმაშენებლის გამზირი 61; ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა";
ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და სამუშაო გრაფიკის შესაბამისად გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი მოლოდინი.
შენიშვნა:
- რეზიუმე და პორტფოლიო - მოგვაწოდეთ აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში თქვენი წინადადება არ განიხილება. ვიზუალურ მასალებში მიუთითეთ გამოყენებული პროგრამები.
- ვაკანსიის დასახელება - სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ კვალიფიკაციის შესაბამისად ინტერიერის დიზაინერი [სტაჟირება / დამწყები / გამოცდილი];
- თქვენ შესახებ ინფორმაცია - თქვენი მოლოდინების, გამოცდილებისა და შესაძლებლობების შესახებ;
- მუშაობის ტემპი - დამოუკიდებლად რა სახის სამუშაოს შესრულებაში ხართ კვალიფიციური და მაგალითების საფუძველზე რა დროს ანდომებთ თითო სივრცეზე მუშაობას;
- ჯგუფური ნამუშევრების გადმოგზავნის შემთხვევაში - მიუთითეთ თქვენი ჩართულობის კონკრეტული წილი.
კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- ინტერვიუების ჩანიშვნა შერჩეულ კანდიდატებთან;
- გამოსაცდელი დავალება და ტესტირება.
შენიშვნა: მიღების დადასტურებას გამოგიგზავნით 1 კვირის ვადაში. თუ პასუხი დაგვიანდა, ტექნიკური ხარვეზის გამოსარიცხად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.
პრევენციისთვის, გთხოვთ შეამოწმოთ სპამები.
ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით თქვენ თანხმობას აცხადებთ პერსონალური მონაცემების 3-6 თვის ვადით დამუშავებაზე.
გისურვებთ წარმატებებს!