ინსტალატორი- გორი
"DIGITAL TV" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე გორში.
DIGITAL TV არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის მომხმარებლებისთვის და აბონენტებისთვის მიმღები მოწყობილობების მონტაჟი, დაზიანების აღმოფხვრა და დემონტაჟის განხორციელება
- გაუქმებული აბონენტების მომსახურება და კონტროლი
- მომხმარებლებთან შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საკუთარი ავტომობილის ყოლა
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- სასურველია ტექნიკური განათლება სატელეკომუნიკაციო სფეროში
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა
- კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
ბენეფიტები კომპანიისგან:
- ავტომობილის დაზღვევა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ულიმიტო სასაუბრო კორპორაციული ნომერი
- საწვავით უზრუნველყოფა
- მანქანის ცვეთის ხარჯი
სამუშაო განაკვეთი : სრული
ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი (ჯამში 1800 ლარიდან)