ინსტალატორი
Georgian Airlink-ი აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
- ახალი აბონენტის ჩართვა;
- ოპტიკური და უსადენო აპარატურის ინსტალაცია/კონფიგურაცია;
- ტექნიკური დავალების მაღალ დონეზე შესრულება და აბონენტთან არსებული ხარვეზის გამოსწორება;
- კომპიუტერული ტექნიკისა და ოპერაციული სისტემების ცოდნა (CompTIA A+-ის ფარგლებში).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ოპტიკურ სადენებთან მუშაობის გამოცდილება, შედუღება, სადენის გაყვანა;
- სასურველია B კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა.
სხვა მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ს.
ანაზღაურება: 1500 ლარი (+ბონუსი)
გრაფიკი: 4 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე (4/2)