ინსპექტორი საავიაციო ტერმინალში
საქართველოს ფოსტა აცხადებს ვაკანსიას ინსპექტორის პოზიციაზე საავიაციო ტერმინალში
ანაზღაურება - 1150 ლარი
სამუშაო ადგილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო განრიგი: ცვლიანი განრიგი, 24 საათიანი ცვლა 3 დღეში ერთხელ დილის 10:00-დან მეორე დილის 10:00-მდე. 3 საათიანი შესვენება ცვლის განმავლობაში.
ძირითადი მოვალეობა:
- ტვირთის, მათ შორის სახიფათო ტვირთის, შემოწმება სკანერით (რენტგენული აპარატი);
- საავიაციო უსაფრთხოების ე.წ. სტერილურ ზონაში შესვლა/გამოსვლის კონტროლი: პირის, ხელბარგისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმება, საშვის გაცემა;
- შემოწმებულ ტვირთზე სტიკერის/ბეჭდის დატანა, დოკუმენტაციის შევსება და მონაცემების ჟურნალში/სისტემაში ასახვა;
- შეუსაბამობების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება;
- შემოწმებული და დასაშვებად მიჩნეული ტვირთის საჰაერო ხომალდზე განთავსების პროცესის ზედამხედველობა;
- ტერმინალის პერიმეტრის პერიოდული შემოწმება და საბაჟო რეჟიმის დაცულობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით
- სასურველია 6 თვიანი გამოცდილება საავიაციო უშიშროებაში
- სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა