ინსპექტორი
შპს "ინფაიერი" აცხადებს ვაკანსიას ინსპექტორის პოზიციაზე - ობიექტის ან მისი ნაწილის სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება.
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტზე ინსპექტირების დაგეგმვა და ჩატარება დადგენილი მეთოდებისა და შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად;
- ინსპექტირების დავალების ფარგლებისა და კრიტერიუმების გადამოწმება სამუშაოს დაწყებამდე;
- ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება და საჭირო გაზომვების/შემოწმებების განხორციელება;
- მიღებული მონაცემების, გაზომვების, ფოტომასალისა და სხვა მტკიცებულებების სრულად და მიკვლევად დაფიქსირება;
- ინსპექტირების შედეგების შესაბამის მოთხოვნებთან შეფასება და შესაბამისობის/შეუსაბამობის დასაბუთებული ფორმულირება;
- ინსპექტირების ანგარიშის/დასკვნის პროექტის მომზადება და ტექნიკურ გადამოწმებაზე წარდგენა;
- შესაბამისი ტექნიკური და საზომი საშუალებების გამოყენება;
- ობიექტზე უსაფრთხოების, კონფიდენციალურობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამშენებლო მიმართულების სპეციალობაში მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური მდგომარეობის შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირების მიმართულებით არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება;
- ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდებისა და შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების ცოდნა;
- ტექნიკური/საზომი საშუალებების გამოყენების უნარი;
- ტექნიკური მონაცემებისა და მტკიცებულებების ანალიზისა და დოკუმენტირების უნარი;
- ანგარიშისა და დასაბუთებული ტექნიკური დასკვნის მომზადების უნარი;
- პასუხისმგებლობა, ობიექტურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პროფესიული კომუნიკაციის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
შერჩეული კანდიდატის კომპეტენცია შეფასდება შპს "ინფაიერის" მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად. დამოუკიდებელი ინსპექტირების უფლებამოსილება გაიცემა შესაბამისი კომპეტენციის დადასტურებისა და ავტორიზაციის შემდეგ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30/09/2026 წელი.