ინგლისური ენის თარჯიმანი
ფარმაცევტული კომპანია "ზანდრა ლაიფ საიენსის" წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის თარჯიმნის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, დისტანციური.
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა სირთულისა და თემატიკის ტექსტების თარგმნა ინგლისურიდან ქართულ და ქართულიდან ინგლისურ ენებზე
- თარგმანის სიზუსტისა და შინაარსობრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა კანდიდატი იყოს დიპლომირებული ან სერთიფიცირებული ფილოლოგი/თარჯიმანი
- ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა
- სასურველია წერითი და ზეპირი თარგმანის გამოცდილება
- Microsoft Office-ის პროგრამების კარგად ფლობა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა