ინგლისურენოვანი ტუროპერატორი — დილა პლუსი

დილა პლუსი — ლოგო
დილა პლუსი

ინგლისურენოვანი ტუროპერატორი

₾1800 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

დილა პლუსი აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი ტუროპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "დილა პლუსი" აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე 20 წელზე მეტია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან დაუვიწყარ ტურებს საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მიმართულებებით.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:30-19:00; შაბათი - 12:00-16:00.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სულთნიშანის 11.

ხელფასი: 1800 ლარიდან + ბონუსი ყოველთვიურად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ტურისტული პაკეტების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და შემუშავება პარტნიორ კომპანიებთან შეთანხმებით;
  • ტურის კოორდინაცია როგორც ოფისში ასევე ადგილზე — პროცესის სრული მართვა დასაწყისიდან დასრულებამდე;
  • ტურთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და დეტალური კომუნიკაცია მომწოდებლებთან — სასტუმროები, გიდები, მძღოლები, რესტორნები და სხვა პარტნიორები;
  • არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან (მათ შორის ახალ სასტუმროებთან და რესტორნებთან) საქმიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
  • მჭიდრო კავშირი როგორც ოპერაციების გუნდთან ასევე ფინანსურ დეპარტამენტთან;
  • ტურის მსვლელობისას სერვისის ხარისხის მუდმივი კონტროლი და გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება.

საჭირო პროფესიული/პიროვნული უნარები:

  • საქართველოს ტურისტული ლოკაციებისა და რეგიონების კარგად ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერთან მუშაობის მაღალი უნარი (Microsoft Office);
  • ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ძლიერი მოლაპარაკების, კომუნიკაციის უნარი;
  • კომუნიკაბელური, ღია და გუნდის წევრებზე ორიენტირებული;
  • ნებისმიერი გამოცდილებით ტურიზმის სფეროში (გიდად, ტურ-მენეჯერად ან პროდუქტის მენეჯერად), ოფისში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • კონკურენტული ანაზღაურება შედეგებზე ორიენტირებული ზრდის შესაძლებლობით (საკმაოდ მაღალი);
  • ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა;
  • გუნდური აქტივობები და თანამშრომლობის ხელშემწყობი გარემო.