ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი — სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი

₾1610 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აცხადებს ვაკანსიას სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორის (1 ს/ე) პოზიციაზე.

ანაზღაურება - 1610 ლარი

სამუშაო განრიგი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აკადემიური ხარისხი: მაგისტრი (მაგისტრთან გათანაბრებული) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით.

პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება:

  • უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება
  • საერთაშორისო სახელოვნებო/შემოქმედებითი პროექტების ორგანიზების გამოცდილება

საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები:

  • უმაღლესი განათლების მარეგულირებელი დოკუმენტების, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2)
  • ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებების, პროცესისა და სტანდარტების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) პრაქტიკულად ფლობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დროის მენეჯმენტის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

ძირითადი მოვალეობები:

  • ფერწერის საბაკალავრო პროგრამის განხორციელების მონიტორინგი და პროგრამის მონაწილე მხარეებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა
  • კონსულტაციების გაწევა სტუდენტებისთვის, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და ინგლისურენოვანი სტუდენტების ადაპტაციისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა
  • სასწავლო ცხრილის დაგეგმვაში მონაწილეობა და აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება, ასევე პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული პროცესების მხარდაჭერა
  • უცხოელ სტუდენტებთან კომუნიკაცია, მათთვის საინფორმაციო მასალების მომზადება, გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერა. ასევე, პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაციის ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მონიტორინგი ვებგვერდსა და სხვა საინფორმაციო პლატფორმებზე
  • სტუდენტთა უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი, პროგრამის განვითარების პროცესში მონაწილეობა, აკრედიტაცია/ავტორიზაციის პროცესისთვის საჭირო მასალების მომზადებაში მონაწილეობა
  • პროგრამასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება, სტუდენტთა ბაზების ადმინისტრირება და სხვადასხვა ანგარიშების მომზადება
  • საორიენტაციო შეხვედრების, სტუდენტური გამოფენებისა და პრეზენტაციების ორგანიზება, აგრეთვე პროგრამის პოპულარიზაციაში მონაწილეობა