ინგლისურენოვანი რეპორტიორი / რედაქტორი — საქართველოს ამბები

საქართველოს ამბები

ინგლისურენოვანი რეპორტიორი / რედაქტორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"საქართველოს ამბები" სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი რეპორტიორი / რედაქტორის პოზიციაზე.

ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით. დისტანციურად, შეთავსებით მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება.

ძირითადი მოვალეობები:

  • საქართველოს ამბებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების, ანალიტიკური მასალების მომზადება ქართულ-ინგლისურ ენებზე;
  • ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა;
  • სხვა რეპორტიორების მიერ ქართულად მომზადებული მასალების თარგმნა, რედაქტირება ინგლისურ ენაზე და ვებგვერდზე განთავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (სასაუბრო, წერითი, თარგმანი);
  • უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში;
  • მედიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
  • სიახლეების ადვილად ათვისების, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარები.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 25 ივნისი.

გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, გასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.

"საქართველოს ამბები" დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. "საქართველოს ამბების" ნაწილია "მთის ამბები" მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.