ინგლისურენოვანი რეპორტიორი/რედაქტორი
"საქართველოს ამბები" სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი რეპორტიორი / რედაქტორის პოზიციაზე.
ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით. დისტანციურად, შეთავსებით მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება.
ძირითადი მოვალეობები:
- საქართველოს ამბებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების, ანალიტიკური მასალების მომზადება ქართულ-ინგლისურ ენებზე;
- ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა;
- სხვა რეპორტიორების მიერ ქართულად მომზადებული მასალების თარგმნა, რედაქტირება ინგლისურ ენაზე და ვებგვერდზე განთავსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (სასაუბრო, წერითი, თარგმანი);
- უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში;
- მედიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
- სიახლეების ადვილად ათვისების, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარები.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 31 აგვისტო.
შეგიძლიათ შეავსოთ ანკეტა https://mtisambebi.ge/about-main/join
გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, გასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.
"საქართველოს ამბები" (https://sakartvelosambebi.ge/) დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. "საქართველოს ამბების" ნაწილია "მთის ამბები" (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.