ინგლისურ/გერმანულ/ფრანგულ და ესპანურენოვანი ტურ მენეჯერი
"Caucasus Holidays" — ტრანსკავკასიული ტურისტული კომპანიაა, რომელიც ქმნის გამორჩეულ, მაღალი ხარისხის და პროფესიონალურად დაგეგმილ მოგზაურობის გამოცდილებებს საქართველოში და მთელ რეგიონში. ჩვენი მიზანია თითოეული სტუმრისთვის შევქმნათ მოგზაურობა, რომელიც მოლოდინს გადააჭარბებს.
დღეს ჩვენი გუნდი იზრდება და ვეძებთ ენერგიულ, განვითარებაზე ორიენტირებულ და ამბიციურ ინგლისურენოვან, გერმანულენოვან, ფრანგულენოვან და ესპანურენოვან ტურ მენეჯერებს.
რას გააკეთებ:- ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების დაგეგმვა
- შეთავაზებებისა და პროგრამების მომზადება
- პარტნიორებთან კომუნიკაცია
- ჯავშნების მართვა
- მომხმარებელთან სრული პროცესის კოორდინაცია
- ოპერაციული პროცესების გაუმჯობესება
- ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
- პოზიციის შესაბამისი ენის კარგი ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად)
- ძლიერი კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლიანობა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- MS Office-ისა და ონლაინ პლატფორმებთან მუშაობის უნარი
- მივლინებებისთვის მზაობა
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა
- ძლიერი საერთაშორისო გუნდი
- ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსები
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
- თანამედროვე სამუშაო გარემო
- მოგზაურობის ინდუსტრიაში რეალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობა
გახდი გუნდის ნაწილი და შექმენი მოგზაურობები, რომლებიც ადამიანებს ემახსოვრებათ.