ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერი
დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში, ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანიისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- შეისწავლოს მიმდინარე კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩამონათვალი და კონტრაქტის ფარგლებში არსებული სხვა ვალდებულებები.
- კოორდინაცია გაუწიოს დამკვეთის მხრიდან გამოყოფილ ზედამხედველებთან ურთიერთობას.
- დაგეგმოს პროექტის ყოველდღიური ოპერაციები;
- მართოს და აკონტროლოს პროექტის მსვლელობა და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში გასცეს შესაბამისი მითითებები, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ზემდგომ პირებს;
- აკონტროლოს პროექტის ვადები და დაგეგმოს შესაბამისი ქმედებები პროცესების დაჩქარების მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, მოამზადოს გეგმა-გრაფიკი;
- განსაზღვროს და გაითვალისწინოს მიმდინარე პროექტით გათვალისწინებული ახალი ობიექტების დაწყების სამუშაოები, განსაზღვროს ვადა, მოსალოდნელი რისკები, გაიაროს ბიუჯეტის ნაწილი ზემდგომებთან, მოიძიოს შესაბამისი ადამიანური რესურსი საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვროს ტექნიკური მახასიათებლები.
- საჭიროების შემთხვევაში ჰქონდეს კომუნიკაცია სხვადასხვა სპეციალისტთან (HVAC/MEP, კონსტრუქტორები, ხმის სპეციალისტები და ა.შ)
- დადგენილი სტანდარტების მიხედვით გააკონტროლოს შესრულებული სამუშაოს ხარისხი და უზუსტობის შემთხვევაში გასცეს შესაბამისი მითითებები;
- მოამზადოს ყოველთვიური პროგრეს რეპორტი;
- ყოველთვიურად მოამზადოს ფორმა #2
- პროექტისთვის საჭირო ნებართვების მოსაპოვებლად კომუნიკაცია აწარმოოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან;
- აკონტროლოს კონტრაქტორების, სამუშაოთა მწარმოებლების და კონსულტანტების სახელშეკრულებო პირობების თანხვედრა მათ მიერ წარმართულ პროცესთან და პროექტის მოთხოვნებთან მიმართებით
- მოამზადოს რეპორტი პროექტის ბიუჯეტისა და მიმდინარე ხარჯვითი ნაწილის ჭრილში და გადახარჯვის შემთხვევაში უზრუნველყოს მენეჯმენტის და პროექტში ჩართული პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება;
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია პროექტების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინ. 3 წლიანი გამოცდილება (სამშენებლო / პროექტების მენეჯმენტის კომპანიებში)
- უმაღლესი განათლება (უპირატესია ინჟინერიის/მშენებლობის/არქიტექტურის მიმართულებით)
- AutoCAD და ArchiCAD-ში ნახაზების წაკითხვა
- აუცილებელია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება