ინფორმაციის შეგროვების სპეციალისტი
"2გის-თბილისი", ეს არის საერთაშორისო IT კომპანია, რომელიც უკვე 26 წელია ოპერირებს 14 ქვეყანაში და 1200-ზე მეტ ქალაქში. კომპანია ქალაქის ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში ახორციელებს კარტოგრაფიულ და საინფორმაციო-საძიებო სერვისს ქალაქის მასშტაბით. პლატფორმა აერთიანებს მუდმივად განახლებად რუკებს, ნავიგაციებს და საძიებო ცნობარს ერთ სივრცეში. საქართველოში, კერძოდ ბათუმში წარმატებით განხორციელებული პროექტი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე: 2gis.ge
კომპანიის მიზანია, ქალაქის მაცხოვრებლებს გაუმარტივოს გზამკვლევის პროცესი და მაქსიმალური სიზუსტით მიაწოდოს სრული ინფორმაცია ნებისმიერ მომსახურების სფეროზე, რაც ამავდროულად საშუალებას აძლევს კომპანიებს განავითარონ თავიანთი ბიზნეს პროცესები და მიიპყრონ მეტი ყურადღება.
შპს "2გის-თბილისი" აცხადებს ვაკანსიას, ინფორმაციის შეგროვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ინფორმაციის შეგროვების სპეციალისტი უზრუნველყოფს ტერიტორიაზე არსებული ორგანიზაციების, ობიექტებისა და კარტოგრაფიული მონაცემების მოძიებას, შემოწმებასა და განახლებას 2GIS-ის მობილური აპლიკაციისა და შიდა სისტემების გამოყენებით. პოზიცია მოითხოვს აქტიურ საველე მუშაობას, კომუნიკაციას კლიენტებთან, მონაცემების სიზუსტეზე ზრუნვას და სამუშაო სტანდარტების დაცვას.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- ორგანიზაციების, ობიექტებისა და კარტოგრაფიული მონაცემების მოძიება, შემოწმება და განახლება;
- არსებული ინფორმაციის ადგილზე არსებულ ვითარებასთან შედარება და კორექტირება;
- ახალი ორგანიზაციებისა და ობიექტების იდენტიფიცირება და სისტემაში შეტანა;
- ინფორმაციის შეგროვება კლიენტებთან კომუნიკაციითა და ღია წყაროებიდან;
- აღმოჩენილი შეუსაბამობების დაფიქსირება და ფოტომასალის დამუშავება;
- შიდა სისტემებში მონაცემების დროული და ხარისხიანი დამუშავება;
- სამუშაო სტანდარტების, კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნების დაცვა;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების დროული შესრულება და გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მობილური აპლიკაციებისა და შიდა სისტემებთან მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ვადების დაცვა;
- გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურება: 1300 ლარი, გამოსაცდელი ვადის შემდეგ 1500 ლარი;
- სტაბილურ სამუშაოს საერთაშორისო კომპანიაში;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მონაწილეობას ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებში;
- კვალიფიკაციის ამაღლებასა და ტრენინგებში მონაწილეობას.