იმპორტის სპეციალისტი- ბათუმი — IDEA

IDEA — ლოგო
IDEA

იმპორტის სპეციალისტი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ბლექ სი მეტალ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში იმპორტის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შესაბამისად;
  • არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა და პოტენციური მომწოდებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება;
  • პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა, შედარება;
  • შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების კონტროლის უზრუნველყოფა;
  • შესყიდული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
  • მომწოდებლებთან კომუნიკაციის სპეციფიკის შესწავლა;
  • შესყიდვის ობიექტზე ბაზრის კვლევის განხორციელება;
  • მომწოდებლების სრული ასორტიმენტის შესწავლა-დამუშავება, მათი უპირატესობების განსაზღვრა;
  • შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, პროფორმების მიღება/შემოწმება;
  • ლოჯისტიკის პროცესების მართვა — პროდუქციის საერთაშორისო გადაზიდვის, საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტაციის მართვა, კონტროლი;
  • მომწოდებლებისთვის გადარიცხვების მომზადება და კონტროლი;
  • შეკვეთის მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება.

მოთხოვნები:

  • შესყიდვების (იმპორტის) სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • აუცილებელია თურქული ენის ცოდნა (სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა).

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას.