იმპორტის სპეციალისტი — რენეკო

რენეკო — ლოგო
რენეკო

იმპორტის სპეციალისტი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

რენეკო წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.

კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.

ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.
პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.

კომპანია "რენეკო" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:
  • საკუთარი ავტომობილი (საწვავს უზრუნველყოფს კომპანია)
  • შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია პროგრამა APEX - ში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაგეგმილი შესყიდვის პროცესის აღსრულება კომპანიის შიდა შესყიდვების პროცედურის შესაბამისად;
  • მიწოდების პროცესის ორგანიზება, პროდუქციის დროული და ხარჯთეფექტური მიწოდების ციკლის უზრუნველყოფა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • შესყიდული პროდუქციის ვადიანობისა და ხარისხის გადამოწმება დასაწყობებამდე;
  • კომპანიის სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქციის მომწოდებელთან დაბრუნების უზრუნველყოფა;
  • საიმპორტო პროდუქციისა და მომწოდებლების/მწარმოებლების მოძიება და სამუშაო პრინციპების განსაზღვრა;
  • საიმპორტო პროდუქციის მომწოდებლებთან/მწარმოებლებთან მოლაპარაკება და პირობებზე შეთანხმება;
  • იმპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემოწმება და კონტროლი;
  • იმპორტთან და გადაზიდვებთან დაკავშირებული პირობების კონტროლი, მიწოდების გრაფიკის კოორდინაცია და ყველა მხარესთან კომუნიკაცია;
  • საბაჟო დეკლარაციების დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების კონტროლი;
  • საბაჟო დეკლარაციების საბუთების მოწესრიგება და დროულად მიწოდება კონტროლი;
  • კომპანიის ყველა სტრუქტურისგან საბაჟო განყოფილების პროცედურებისა და წესების შესრულების მოთხოვნა და კონტროლი;
  • კომპანიის უშუალო ხელმძღვანელების მიერ გაცემული ყველა სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი #25

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 სთ. შაბათი 09:00-14:00

ანაზღაურება 2500 ლარი (NET)