იმპორტის სატვირთო სპეციალისტი
კომპანია "Lasare" რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას იმპორტის სატვირთო სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა ყოველ მესამე დღეს - 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით.
მისამართი: ქ. თბილისი, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია
დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს და სხვადასხვა ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას:
- უფასო საადვოკატო მომსახურების ბარათს;
- სატრანსპორტო მომსახურებას ზედა სამგორის მეტროდან;
- მრავალფეროვანი ტრენინგების და განვითარების შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქციები:
- საბაჟო ელექტრონულ სისტემაში ჩამოსული ტვირთების ზუსტი და ოპერატიული აღრიცხვა.
- სატვირთო დოკუმენტაციის გაცემა ტვირთის მიმღებ ორგანიზაციებზე ან ფიზიკურ პირებზე, მინდობილობის ან/და რეესტრიდან ამონაწერის საფუძველზე.
- დეკლარაციის დოკუმენტის მიღების შემდგომ ტვირთის გასაცემად საჭირო ყველა პროცედურის უზრუნველყოფა.
- ტერმინალიდან გასაცემი ტვირთის დოკუმენტაციის სრული სიზუსტით კომპლექტირება და სისტემური ასახვა სპეციალიზებულ საოპერაციო პროგრამაში (CWM-ში).
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (B2 ან/და C1);
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ოფიციალური მიმოწერების წარმოების სპეციფიკის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სატვირთო ტერმინალში, იმპორტის ოპერაციების, საბაჟო დოკუმენტაციასთან მუშაობის ან ლოგისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მაქსიმალური სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა (დოკუმენტების კომპლექტაციისას).
- ეფექტური ვერბალური და სატელეფონო კომუნიკაციის უნარი, მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა.
- ცვლებსა და გუნდურ რეჟიმში მუშაობის უნარი.