იმპორტის მენეჯერი
ესთეტიკურ ბაზარზე ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია "ფარმა სთორი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც ჩართული იქნება იმპორტთან დაკავშირებული სრული ციკლის მართვაში
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- ესთეტიკური მედიცინის პროდუქტების საერთაშორისო მწარმოებლებისა და მომწოდებლების იდენტიფიცირება, შეფასება და კომუნიკაციის დამყარება;
- არსებულ მომწოდებლებთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნება და ხელსაყრელ პირობებზე მოლაპარაკება;
- იმპორტთან დაკავშირებული საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება გაყიდვების პროგნოზების, მარაგების რაოდენობისა და ბიზნეს საჭიროებების მიხედვით;
- მომწოდებლებთან, ტვირთების გადამზიდავ სატრანსპორტო კომპანიებთან და საბაჟო ბროკერებთან აქტიური კომუნიკაცია, იმპორტის პროცესის ეფექტურად წარმართვის უზრუნველსაყოფად;
- პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და კოორდინაცია;
- იმპორტის პროცესის ეფექტურობის უზრუნველყოფა პროდუქტის ხარისხის, მიწოდების ვადებისა და არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით;
- პროდუქტების საჭიროების პროგნოზირება გაყიდვების გუნდთან კონსულტაციის საფუძველზე;
- მარაგების ოპტიმალური რაოდენობის შენარჩუნება, მარაგების ნაკლებობის ან ჭარბი მარაგების თავიდან ასაცილებლად;
- საერთაშორისო გადაზიდვების (საჰაერო, საზღვაო ან სახმელეთო) კოორდინაცია, მათ შორის ტვირთის გადაზიდვის, განბაჟებისა და მიწოდების გრაფიკების კონტროლი;
- საბაჟო ბროკერებთან და ლოგისტიკურ პარტნიორებთან თანამშრომლობა პროდუქციის საქართველოში დროული იმპორტის უზრუნველსაყოფად;
- პროდუქციის იმპორტისთვის განსაზღვრული ბიუჯეტისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ინიციატივების შემუშავება;
- ხელმძღვანელისთვის ანგარიშების რეგულარულად წარდგენა განხორციელებული და დაგეგმილი იმპორტების შესახებ.
კვალიფიკაცია:
- ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, საერთაშორისო შესყიდვების, ლოგისტიკის, ან მომიჯნავე სფეროს მიმართულებით;
- 3+ წლიანი გამოცდილება იმპორტის ან საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით;
- საერთაშორისო მომწოდებლებთან კომუნიკაციის გამოცდილება;
- საქართველოს საბაჟო პროცედურების და სამედიცინო პროდუქტების რეგულაციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- მომარაგების ჯაჭვის, ლოგისტიკისა და შესყიდვების პროგრამული უზრუნველყოფის გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა აუცილებელია;
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
მნიშვნელოვანი უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- კრიტიკული აზროვნების უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური ორგანიზების უნარი.