იმპორტის მენეჯერი
MS holding-ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.
"MS holding" გეძებს შენ იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე
რისი გაკეთება მოგიწევს?
- არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაცია, მიწოდების გრაფიკის შესახებ ინფორმაციის მიღება;
- ტვირთის მზაობის თარიღზე დაყრდნობით, საერთაშორისო გადაზიდვის დაგეგმვა (საზღვაო კონტეინერი, სახმელეთო ტრანსპორტი და ა.შ.);
- სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა, ფასების მოკვლევა და საუკეთესო ტარიფების შეთანხმება;
- ტრანსპორტირების დაჯავშნა და პროცესის სრული კოორდინაცია;
- გადაზიდვისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის (სერტიფიკატები ან ა.შ) მომწოდებლისგან/გადამზიდველისგან დროულად მიღების და სისწორის უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნა;
- ტვირთის მოძრაობის სტატუსის მუდმივი მონიტორინგი და მოსალოდნელი შეფერხებების შესახებ შესაბამისი გუნდების ინფორმირება;
- განბაჟებისთვის საჭირო სრული და კორექტული დოკუმენტაციის მომზადება;
- იმპორტის დეკლარაციის შევსების სისწორის კონტროლი;
- ტვირთის კომპანიის ცენტრალურ საწყობში ტრანსპორტირების ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია APEX პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მოლაპარაკების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორის რაიონი, ჭირნახულის ქ. # 4;
- სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00 საათი. შაბათ-კვირას დასვენება;
- ანაზღაურება: საწყისი 2000 ₾
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან);
- სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.