იმპორტის მენეჯერი — კავკასტრანსექპრესი

კავკასტრანსექპრესი

იმპორტის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შ.პ.ს. "კავკასტრანსექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: შეთანხმებით (კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსული მოთხოვნების გაგზავნა ვენდორებთან, ფასების დამუშავება და კლიენტისთვის ოპტიმალური შეთავაზების მომზადება (ჩინეთის მიმართულებით);
  • თითოეული შეკვეთის სრული ლოგისტიკური პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია კლიენტებთან და პარტნიორებთან;
  • შეკვეთების ვადებისა და პროცესების მუდმივი მონიტორინგი;
  • მომწოდებლებთან ფინანსური ანგარიშსწორების პროცესის კონტროლი;
  • კლიენტებისთვის შეკვეთის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ინვოისების მომზადება და გადახდების მონიტორინგი;
  • საბაჟო ოპერაციებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში საბაჟო პროცედურებში მონაწილეობა;
  • არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა და ახალი პარტნიორების მოძიება;
  • ხელმძღვანელისთვის უკუკავშირის მიწოდება და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
  • MS Office პროგრამების კარგი ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და სამუშაოს ეფექტურად მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.