კაფელის სახლი
იმპორტ მენეჯერი
შეთანხმებით
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
მაღაზია "კაფელის სახლი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტ მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- შოურუმში არსებული პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა;
- საქონლის ბრუნვის მუდმივი კონტროლი, გაყიდვების ანალიზი და მომავალი შესყიდვების დაგეგმვა;
- ახალი მომწოდებლების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
- უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა და შეკვეთების გაკეთება;
- წელიწადში რამდენჯერმე სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო გამოფენებზე მივლინებით გამგზავრება;
- შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირების ორგანიზება, გადამზიდველ კომპანიებთან ურთიერთობა, საბაჟო სამსახურისათვის დოკუმენტაციის მომზადება და სხვა ჩართულ რგოლებთან კომუნიკაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციისთვის აუცილებელი აკადემიური უნარები;
- საოფისე პროგრამის (Excel) ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- კომუნიკაბელური;
- ინიციატივიანი;
სამუშაო პირობები:
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის ქ. 28
- სამუშაო გრაფიკი: სრული.
- სამუშაო დღეები: კვირაში ხუთი დღე.
- სამუშაო საათები: 10:00-19:00