იმერეთის და კახეთის სამედიცინო წარმომადგენელი
ფარმაცევტული კომპანია "Inter Pharma" აცხადებს ვაკანსიას იმერეთის და კახეთის სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
- ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება ექიმებთან და აფთიაქების პერსონალთან
- ვიზიტის ფარგლებში მედიკამენტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა
- საპრომოციო მედიკამენტების პოპულარიზაციის მიზნით განსაზღვრული აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება
- შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური ანალიზი და რეპორტინგი ჯგუფის ხელმძღვანელთან
- ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი
მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება
- კარგი მეტყველება/გადმოცემის უნარი
- შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის, ინიციატივის გამოჩენის და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა
- განვითარებაზე ორიენტირება
- ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება
- შესრულებული სამუშაოების ანალიზი და რეპორტინგი
პირობები:
- ხუთდღიანი სამუშაო კვირა
- სრული სამუშაო განაკვეთი - 10:00 სთ.დან 18:00 სთ.მდე
- საგამოცდო პერიოდი: 3 თვე
- საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (პრაქტიკული უნარების და გამოცდილების გათვალისწინებით), შედეგის შესაბამისი წამახალისებელი პრემიები.