IFRS რეპორტინგის ოფიცერი — აი ჯი დეველოფმენტი

აი ჯი დეველოფმენტი — ლოგო
აი ჯი დეველოფმენტი

IFRS რეპორტინგის ოფიცერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჰოლდინგური კომპანია შპს "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია", რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სფეროში მოქმედ კომპანიებს, ფლობს "სითი მოლის" ორ სავაჭრო ცენტრს და ბიზნეს ცენტრს "სითი თაუერს", აცხადებს ვაკანსიას IFRS რეპორტინგის ოფიცერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #70

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად წლიური და ნახევარწლიური (შუალედური) ფინანსური რეპორტების მომზადება;
  • ფინანსური უწყისების (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადები, კაპიტალის მოძრაობა) და მათთან დაკავშირებული განმარტებითი შენიშვნების სრული პაკეტის მომზადება;
  • გარე აუდიტორულ კომპანიებთან ეფექტური კომუნიკაცია, აუდიტორული შემოწმების პროცესის მართვა და საჭირო სამუშაო ფაილების დროული მიწოდება;
  • კომპანიის მენეჯმენტისთვის პერიოდული ფინანსური ანალიზისა და რეპორტების მომზადება გადაწყვეტილების მიღების პროცესის მხარდასაჭერად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-3-წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.