HVAC ტექნიკოსი — თბილი სახლი

თბილი სახლი — ლოგო
თბილი სახლი

HVAC ტექნიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "თბილი სახლი" (Casa Calda) დაარსდა 2001 წელს და უკვე 23 წელია ცდილობს შეინარჩუნოს ლიდერი პოზიცია საინჟინრო მომსახურების სფეროში. ჩვენი საქმიანობის სფერო მოიცავს გათბობა-გაგრილების, ხანძარქრობის, წყალგაყვანილობის, ელექტრობის, სუსტ დენების და სხვა საინჟინრო სისტემებს.

კომპანიას შესრულებული აქვს 500-ზე მეტი წარმატებული პროექტი, როგორიცაა ქუთაისის აეროპორტი, ქუთაისის პარლამენტი, ბარამბოს ქარხანა, გალერია თბილისი, ისთ ფოინთი და სხვა.

კომპანია თბილი სახლი აცხადებს ვაკანსიას HVAC-ტექნიკოსის პოზიციაზე, რომელსაც საინტერესო გამოცდილებას და პროფესიულ განვითარებას ვპირდებით.

HVAC-ტექნიკოსის სამუშაოს აღწერა/მოთხოვნები:

  • სპლიტ და მულტი სპლიტ კონდიციონერის დემონტაჟი/მონტაჟი
  • სპლიტ და მულტი სპლიტ სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
  • მექანიკური დაზიანების შეკეთება
  • ელექტრო დაზიანების შეკეთება
  • საგარანტიო ობიექტებზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზების გამოსწორება

ძირითადი მოთხოვნები:

  • საინჟინრო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (VRF; AHU; Chiller; inverter)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლიუბლიანას N56
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:30
  • ანაზღაურება: ფიქსირებული, მზარდი განვითარების შესაბამისად

ბენეფიტები:

  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა;
  • კვალიფიკაციის ამაღლება კურსების და ტრენინგების დაფინანსების გზით;
  • ფიტპასით და ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობა;