HVAC პროექტანტ ინჟინერი — ბაუმერი

ბაუმერი — ლოგო
ბაუმერი

HVAC პროექტანტ ინჟინერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

  • საინჟინრო სისტემების პროექტირება.
  • საინჟინრო სისტემებისთვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
  • საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

"ბაუმერის" გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას HVAC პროექტანტ ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

  • HVAC სისტემების (გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება, ჩილერ-ფანკოილი, VRF/VRV, სადინარები, მილსადენები) საპროექტო, სამუშაო (Construction), დეტალური (Shop Drawing) და As-Built ნახაზების მომზადება AutoCAD-ისა და Revit MEP-ის გამოყენებით.
  • HVAC Layouts, Duct & Pipe Routing, Schematic და Riser Diagram-ების, ასევე აღჭურვილობის განთავსების ნახაზების მომზადება.
  • BOQ-ის, ტექნიკური სპეციფიკაციების, მასალების ჩამონათვალისა და სხვა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება/განახლება და Revision Control-ის მართვა.
  • შენობის Heat Loss / Cooling Load, Air Exchange Rate, CFM / m³/h, აეროდინამიკური და ჰიდრავლიკური გათვლების შესრულება; Duct/Pipe Sizing-ისა და წნევის დანაკარგების განსაზღვრა.
  • HVAC აღჭურვილობის (AHU, Chillers, VRF, Fans, FCU, Pumps, Boilers) ტექნიკური პარამეტრების შერჩევა და ენერგოეფექტური ტექნიკური ალტერნატივების შემუშავება.
  • HVAC, Plumbing, Fire Fighting, Electrical, Low Current, Architecture და Structure მიმართულებების საპროექტო დოკუმენტაციის კოორდინაცია.
  • Revit/Navisworks-ის გამოყენებით Clash Detection-ში მონაწილეობა და გამოვლენილი შეუსაბამობების ტექნიკური გადაწყვეტა.
  • HVAC სისტემების BMS/DDC control, Smoke Extraction და Fire Damper Control სისტემებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა.
  • შემოსული Shop Drawing-ების, Material Submittal-ებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის გადამოწმება; RFI-ებზე პასუხების მომზადება და პროექტის მიმდინარეობისას დიზაინის ცვლილებების მხარდაჭერა.
  • პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის ASHRAE, SMACNA, EN, ISO და NFPA-ის მოთხოვნებთან.
  • საპროექტო დოკუმენტაციის ხარისხის კონტროლი გაცემამდე და მიღებული საპროექტო დოკუმენტაციის ტექნიკური შეფასება.
  • Site Engineer-ებთან, Project Manager-ებთან, დიზაინერებთან, ქვეკონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაცია და ტექნიკურ შეხვედრებში მონაწილეობა.
  • პროექტის პროგრესისა და პრობლემური საკითხების დროული კომუნიკაცია ხელმძღვანელთან.
  • უმცროსი დრაფტერებისა და ინჟინრების მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში მათი საქმიანობის კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით (სანტექნიკა-ვენტილაცია, ენერგეტიკა, თბოენერგეტიკა, მექანიკური ინჟინერია ან მომიჯნავე სფერო).
  • მინიმუმ 2-5 წლიანი გამოცდილება HVAC სისტემების პროექტირებაში.
  • AutoCAD-ის და Revit MEP-ის ცოდნა.
  • HVAC გაანგარიშების პროგრამების ცოდნა (მაგ. HAP (Carrier), CHVAC, Ductizer, Pipe Sizing ან სხვა სითბური გაანგარიშების პროგრამები, Midea Selection).
  • თბო-ტექნიკური, აეროდინამიკური და ჰიდრავლიკური გაანგარიშებების, აღჭურვილობის შერჩევისა და საინჟინრო გათვლების პრაქტიკული გამოცდილება.
  • BOQ-ისა და ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადების გამოცდილება.
  • ადგილობრივი ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების (ASHRAE, SMACNA, EN, NFPA) ცოდნა.
  • Microsoft Office-ის კარგი ცოდნა (განსაკუთრებით Excel საინჟინრო გათვლებისთვის).
  • ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის დონეზე.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი; 10:00-19:00 ან 09.00-18:00.
  • ლოკაცია: მ. მაჭავარიანის 65.
  • მივლინების საჭიროება: ბათუმი, მივლინების ხარჯებს კომპანია უზრუნველყოფს.