HVAC-ის ინჟინერი
კომპანია "SekkeiPark" აცხადებს ვაკანსიას HVAC-ის ინჟინრის პოზიციაზე.
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
სამუშაო გრაფიკი: სრული 09:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა);
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9.
ანაზღაურება: 2000-4000, გამოცდილების მიხედვით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მექანიკურ-საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღება და პროექტის მექანიკური ნაწილის პროექტირება;
- Plumbing და HVAC სისტემების პროექტირება;
- ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა და კომპონენტების სრული სიის მომზადება;
- არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და კონკრეტული გადაწყვეტილებების განსაზღვრა;
- გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა;
- პროექტის პროცესში ინჟინერ-მემონტაჟეებთან, პროექტ მენეჯერთან და სხვა ჩართულ პირებთან კომუნიკაცია;
- ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია, შესაბამისი სერტიფიკატების არსებობის შემთხვევაში მათი წარდგენა;
- სასურველია საოფისე პროგრამებისა და საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების (AUTOCAD) ცოდნა;
- აუცილებელია მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.
უნარები და თვისებები:
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- სამედიცინო დაზღვევა;
- სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება;
- ჯანსაღი სამუშაო გარემო