HVAC ინჟინრი — სახანძრო უსაფრთხოების კომპანია ელ+

სახანძრო უსაფრთხოების კომპანია ელ+ — ლოგო
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია ელ+

HVAC ინჟინრი

₾5000 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ვაკანსია – HVAC ინჟინერი

სამუშაო განაკვეთი: სრული

სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას HVAC ინჟინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #126

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00

ძირითადი მოვალეობები:

  • HVAC სისტემებთან დაკავშირებული ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება;
  • არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და დამუშავება;
  • HVAC სისტემების ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა;
  • ობიექტზე გასვლა და მისი შესწავლა ინჟინერ-ინსტალატორებთან ერთად (საჭიროების შემთხვევაში);
  • პროექტში ცვლილებების შეტანა და მიმდინარეობის მონიტორინგი;
  • სისტემების გამართვა, კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერა ადგილზე;
  • სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქტების მახასიათებლების შესწავლა;
  • ხელმძღვანელის ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ;
  • ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • საინჟინრო და საოფისე პროგრამების ფლობა (AutoCAD, Revit, MS Office და სხვა);
  • შესაბამისი სერტიფიკატების არსებობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • თერმოდინამიკის და აეროდინამიკის კალკულაციების ცოდნა;
  • ჰიდრავლიკური გათვლების ცოდნა;
  • HVAC-ის, წყალგაყავანილობის და ხანძარუსაფრთხოების წინასწარი და საბოლოო კალკულაციების შესრულება;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს კვამლგაწოვისა და კვამლის მართვის (Smoke Extraction/Smoke Control) სისტემების პროექტირების, შერჩევისა და ტექნიკური გადაწყვეტების ცოდნა.
  • ჰაერგამანაწილებელი სისტემების (Ductwork) გაანგარიშება და პროექტირება
  • გათბობა-გაგრილების დატვირთვების (Heating/Cooling Load) გამოთვლის გამოცდილება
  • შესაბამისი ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა (ASHRAE, NFPA, EN, ადგილობრივი რეგულაციები)
  • სამშენებლო ობიექტზე ტექნიკური ზედამხედველობის გამოცდილება

გამოცდილება:

  • მინიმუმ 2 წელი HVAC მიმართულებით;

პიროვნული თვისებები:

  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროისა და პროცესის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
  • მაღალი მოტივაცია, პასუხისმგებლობა და მიზანდასახულობა;

რას გთავაზობთ:

  • პროფესიულად განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობა გამოცდილ გუნდში;
  • მრავალფეროვანი და პრაქტიკული პროექტებზე მუშაობა;
  • სტაბილური გარემო და კარიერული ზრდის პერსპექტივა;

ანაზღაურება: 5000 ლარი + ბონუსი