HVAC ინჟინერი — რედ მეპ

რედ მეპ

HVAC ინჟინერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "რედმ მეპ-ი" აცხადებს ვაკანსიას HVAC ინჟინერის პოზიციაზე.

კომპანია "რედმ მეპ-ი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგი მიმართულებით: HVAC (გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია); წყალმომარაგება-წყალარინება (Plumbing); სანიაღვრე, ხანძარქრობის, სახანძრო ვენტილაციის, ხანძრის დეტექციის სისტემები.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://redmep.ge/ge

რისი გაკეთება მოგიწევთ:

  • გადაწყვეტილებების მოფიქრება და პროექტის მომზადება.
  • მიღებული არქიტექტურული ნახაზის გარჩევა.
  • პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობისას პროდუქტის შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
  • HVAC სისტემების საპროექტო ნახაზის შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება და პროექტის სავარაუდო ბიუჯეტის დადგენა.
  • პროექტში ცვლილებების შეტანა და პროექტის მიმდინარეობის კონტროლი.
  • HVAC სისტემებში გამოყენებული სხვადასხვა მწარმოებლების პროდუქციის მახასიათებლების და ფუნქციების შესწავლა და სიახლეების შესახებ ცოდნის მუდმივი განახლება.
  • HVAC-ის ბაზრის შესწავლა და ანალიზი.
  • ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელია AutoCAD-ის ცოდნა
  • აუცილებელია საინჟინრო სისტემების პროექტირების გამოცდილება
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
  • აუცილებელია Microsoft Office - ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

რას გთავაზობთ:

  • ანაზღაურება: დამოკიდებულია გამოცდილებასა და გასაუბრების შედეგებზე.
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ზურაბ ავალიშვილის ქ. 12
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00 (1 საათი შესვენება)