HVAC ინჟინერი — ელემენტ ჰოლდინგი

ელემენტ ჰოლდინგი — ლოგო
ელემენტ ჰოლდინგი

HVAC ინჟინერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

„ელემენტ ჰოლდინგი” სამშენებლო სექტორის 10-ზე მეტ წარმატებულ წარმომადგენელს აერთიანებს.

შვილობილი კომპანიების რესურსი მოიცავს ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური თუ სამოქალაქო მშენებლობისთვის საჭირო, როგორც სრულ, ასევე ვიწრო სპეციალიზებულ მიმართულებებს. მათი ნაწილი საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს.

მსგავსი კომპლექსურობით, „ელემენტ ჰოლდინგი” საქართველოში უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის და დარგის წამყვან წარმომადგენლად მიიჩნევა.

„ელემენტ ჰოლდინგის” წარმატება ინოვაციურ სამშენებლო მიდგომებსა და თანამედროვე მენეჯმენტ სისტემაზეა დაფუძნებული.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.elementholding.ge

ელემენტ ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას HVAC ინჟინერის პოზიციაზე

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • სხვადასხვა ტიპის შენობებისთვის გათბობა, გაგრილებისა და ვენტილაციის (HVAC) სისტემების პროექტირება;
  • HVAC სისტემებისთვის საინჟინრო გათვლებისა და ტექნიკური ანალიზის წარმოება;
  • ადგილობრივი ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავება;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება (სპეციფიკაციები, გამოთვლები, ანგარიშები და სხვა);
  • არქიტექტორებთან, კონსტრუქციულ და MEP მიმართულების სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  • საინჟინრო სისტემების ოპტიმალური და ეფექტური ინტეგრაციის უზრუნველყოფა;
  • საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების გათვალისწინება საპროექტო პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • HVAC სისტემების პროექტირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი საინჟინრო განათლება;
  • Revit-ის (სასურველია) ან AutoCAD-ის ცოდნა HVAC სისტემების პროექტირების მიმართულებით;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ხარისხზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კოორდინაციის უნარი;
  • მართვის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი - სრული;
  • ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად;

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
  • ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა