HVAC დრაფტერი/დამწყები ინჟინერი — ბაუმერი

ბაუმერი — ლოგო
ბაუმერი

HVAC დრაფტერი/დამწყები ინჟინერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

  • საინჟინრო სისტემების პროექტირება.
  • საინჟინრო სისტემებისთვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
  • საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

"ბაუმერის" გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას HVAC დრაფტერის (დამწყები ინჟინერი) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

  • HVAC პროექტების ტექნიკური ნახაზების მომზადება და მოდელირება უფროსი ინჟინრის ხელმძღვანელობით
  • ნახაზების მომზადება AutoCAD-ში და სასურველია Revit-შიც
  • ტექნიკური ნახაზების დეტალიზაცია
  • AS built-ების მომზადება
  • კომპეტენციიდან/კვალიფიკაციიდან გამომდინარე პრობლემების გამოვლენა, დიაგნოზის დასმა, დასკვნის/შეფასების მომზადება და აღნიშნული პრობლემის მოგვარება
  • სასურველია საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მოსამზადებლად ობიექტის შესწავლა ინჟინერ-ინსტალატორების გუნდთან ერთად
  • პროექტში ცვლილებების შეტანა
  • HVAC სისტემებში გამოყენებული სხვადასხვა მწარმოებლების პროდუქციის მახასიათებლების და ფუნქციების შესწავლა და სიახლეების შესახებ ცოდნის მუდმივი განახლება
  • ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით
  • 1 წლიანი გამოცდილება MEP პროქტების და HVAC სისტემების მიმართულებით;
  • AutoCAD ცოდნა
  • საოფისე პროგრამებისა და შესაბამისი საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი; 10:00-19:00 ან 09.00-18:00.
  • ლოკაცია: მ. მაჭავარიანის 65