HSE ოფიცერი — ელვარე

ელვარე — ლოგო
ელვარე

HSE ოფიცერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ქართული ელექტროკაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას HSE ოფიცრის პოზიციაზე.

ქარხანა მდებარეობს თბილისში, აეროპორტის მიმდებარედ, 31, 500 კვ.მ. ფართობის ტერიტორიაზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომით, უახლესი აღჭურვილობითა და ევროპული სტანდარტების პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა მაღალი ზრდის ტემპი ბოლო 9 წლის განმავლობაში და კომპანიის მიერ ქვეყანაში წამყვანი პოზიციის დაკავება.

კომპანიის მთავარი ღირებულება მისი თანამშრომლებია, ხოლო კორპორატიული კულტურა მთლიანად ამ ღირებულებაზეა დაფუძნებული: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდური მუშაობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ გუნდის წევრთან ურთიერთობა.

რა გთავაზობთ?

  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა
  • კორპორატიული დაზღვევა (3 თვის შემდეგ)
  • სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
  • ტრანსპორტირება: უზრუნველყოფილია სამგორიდან
  • კვება
  • სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ქვედა ალექსეევკის დასახლება

პოზიცია პასუხისმგებელია ორგანიზაციაში შრომის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის (HSE) მოთხოვნების დანერგვისა და შესრულების მხარდაჭერაზე, სამუშაო გარემოში რისკების პრევენციაზე, უსაფრთხოების კულტურის განვითარებაზე, პირადი დამცავი აღჭურვილობის (PPE) სწორი გამოყენების უზრუნველყოფასა და კონტროლზე, ასევე საკანონმდებლო მოთხოვნებთან და შიდა რეგულაციებთან შესაბამისობის მონიტორინგზე; შიდა აუდიტებსა და შემოწმებებში მონაწილეობაზე, ასევე სახელმწიფო ზედამხედველობის/ინსპექტირების პროცესებში კომპანიის წარმომადგენლობით ჩართულობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პოლიტიკისა და პროცედურების შესრულების მონიტორინგი;
  • სამუშაო სივრცეების პერიოდული ინსპექტირება და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • საფრთხეების იდენტიფიცირება და პროფესიული რისკების შეფასებაში მონაწილეობა;
  • უბედური შემთხვევების, ინციდენტებისა და შეუსაბამობების მოკვლევა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
  • პრევენციული და მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
  • თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟებისა და ცნობიერების ამაღლების აქტივობების ორგანიზება;
  • უზრუნველყოს პირადი დამცავი აღჭურვილობის (PPE) სწორი გამოყენება, ხელმისაწვდომობა და თანამშრომლების მიერ მისი გამოყენების კონტროლი;
  • HSE მიმართულებით დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოება;
  • ნარჩენების მართვისა და გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი;
  • ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო შენახვისა და გამოყენების პროცესების კონტროლის მხარდაჭერა (არსებობის შემთხვევაში);
  • შიდა შემოწმებებსა და სახელმწიფო ორგანოების ინსპექტირების პროცესებში მონაწილეობა;
  • პერიოდული ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამის მიმართულებაზე;
  • HSE / შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; პირადი დამცავი აღჭურვილობის (PPE) მართვის, გამოყენების კონტროლისა და თანამშრომლების ინსტრუქტაჟის გამოცდილება;
  • საქართველოს შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და რეგულაციების პრაქტიკული ცოდნა;
  • გარემოს დაცვის მიმართულებით საბაზისო ცოდნა;
  • შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სფეროში შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა — აუცილებელია;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

"Elvare" გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ