HSE მენეჯერი- ბათუმი — ამბასადორი ბათუმი

ამბასადორი ბათუმი — ლოგო
ამბასადორი ბათუმი

HSE მენეჯერი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ამბასადორი ბათუმი აილენდი აცხადებს ვაკანსიას HSE მენეჯერის პოზიციაზე.

"Ambassadori Island Batumi" აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა-ინოვაციური პროექტი, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით, მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ახალი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს.

მდებარეობა: ბათუმი

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი, ადგილზე

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვების უზრუნველყოფა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • 30%-იანი ფასდაკლება ამბასადორი ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში;
  • პროფესიული განვითარება;
  • მეგობრული სამუშაო გარემო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება HSE მიმართულებით სამშენებლო პროექტებზე;
  • უმაღლესი განათლება ინჟინერიაში, უსაფრთხოების ან შესაბამის სფეროში;
  • უსაფრთხოების სტანდარტებისა და რეგულაციების სიღრმისეული ცოდნა;
  • გამოცდილება რისკების შეფასებასა და ინციდენტების გამოძიებაში;
  • პროაქტიული მიდგომა და უსაფრთხოების კულტურის დანერგვის უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და ლიდერული უნარები;
  • ენები: ქართული - სავალდებულო, ინგლისური - სამუშაო დონეზე, რუსული ან თურქული - პლიუსი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის (HSE) პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და მართვა;
  • რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და შესაბამისი პრევენციული ზომების გატარება;
  • უსაფრთხოების რეგულაციებთან (მაგ. OSHA და სხვა) შესაბამისობის უზრუნველყოფა რეგულარული აუდიტებისა და ინსპექციების გზით;
  • უბედური შემთხვევების, ინციდენტებისა და "near miss"-ების გამოძიება და კორექტიული ქმედებების დანერგვა;
  • უსაფრთხოების ტრენინგების, ინდუქციებისა და ყოველდღიური toolbox შეხვედრების ორგანიზება;
  • გარემოსდაცვითი რისკების მართვა და ნარჩენების მართვის პროცესების კონტროლი;
  • საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავება და ტესტირება (ხანძარი, ევაკუაცია და სხვა);
  • ტექნიკის, აღჭურვილობის, სკაფოლდინგისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • კონტრაქტორებისა და სუბკონტრაქტორების HSE მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
  • HSE დოკუმენტაციის წარმოება, ანგარიშგება და მონაცემების მართვა.