HR მენეჯერი — თერმო ცენტრი

თერმო ცენტრი — ლოგო
თერმო ცენტრი

HR მენეჯერი

შეთანხმებით თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები. კომპანიის მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N145ა სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაციის შესაბამისად ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი დოკუმენტაციის ადმინისტრირება; ** თანამშრომელთა დასწრების/სამუშაო საათების აღრიცხვა; ** ყოველწლიური შვებულებების, მივლინებებისა და ბიულეტენების ადმინისტრირება; ** თანამშრომლების მოთხოვნის შესაბამისი ცნობების, რეკომენდაციების მომზადება; ** სამუშაო აღწერილობების პოზიციასთან შესაბამისობაში მოყვანა, საჭიროების შემთხვევაში განახლება/შექმნა; ** თანამშრომელთა პირადი საქმეების ბაზის შექმნა და მართვა; ** თანამშრომლების კორპორატიული დაზღვევის, ბენეფიტების მართვა; ** თანამშრომელთა ეფექტიანობის მართვისა და განვითარების ციკლის დანერგვა და მხარდაჭერა; ** ხელფასების ადმინისტრირება; ** ტალანტების მოზიდვა და შერჩევა, პოზიციების მიხედვით შერჩევისა და შეფასების მეთოდოლოგიის განსაზღვრა; საჭიროების შემთხვევაში ახალი ტალანტების მოძიების მიზნით შერჩევის სხვადასხვა არხების გამოყენება/განვითარება; ** ახალი თანამშრომლის ონბორდინგის პროცესის სრული ციკლის მართვა; ** თანამშრომელთა შენარჩუნების მიზნით იდეებისა და ინიციატივების გენერირება; ** თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია მათი საჭიროებების განსაზღვრისა და მხარდაჭერის მიზნით; ** წასვლიწინა ინტერვიუების ჩატარება, პროცესის კონტროლი და შედეგების ანალიზი ** თანამშრომლებისთვის კარიერული განვითარების (როტაცია, დაწინაურება, ხელფასის ცვლილება) ინიცირება/მართვა; ** თანამშრომელთა შეფასების სისტემის განახლება/დანერგვაში მონაწილეობის მიღება/მართვა; ** თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ორგანიზება; ** HR პროცედურების შექმნა, მართვა და შესრულების მონიტორინგი; ** საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციის სხვა პროექტულ თუ ადმინისტრაციულ საქმიანობაში ჩართვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სპეციალობებით; ** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით, სასურველია HR ბიზნეს პარტნიორის ან HR ჯენერალისტის/მენეჯერის პოზიციაზე; ** სასურველია ინგლისური ენების ცოდნა; ** სასურველია, რომ კანდიდატს ჰქონდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობისა და MS Office პროგრამების ცოდნა. ასევე, ძლიერი ანალიტიკური, წერითი / ზეპირი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები. პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. დამატებით ბენეფიტები: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** კვება; ** Fitpass.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ