ჰოსთი- თელავი
"კომუნალ ჰოსფითალითი" 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თბილისში, თელავში და ქუთაისში კრეატიული პროექტები განახორციელა. კომუნალ ბრენდის სასტუმროებმა და რესტორნებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა გავლენიან გამომცემლობებში: ვოგი, თაიმ, ლე ფიგარო.
"კომუნალ ჰოსფითალითი" ორიენტირებულია კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.
"კომუნალ ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ თელავში, სასტუმრო "Communal Telavi"-ში ჰოსთის პოზიციაზე:
** ჯავშნის მიღება და განთავსება;
** პოზიტიური გარემოს შექმნა მოსული სტუმრისთვის;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმრების მომსახურება სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** ანგარიშების მომზადება და ანგარიშსწორების პროცესის მართვა;
** სტუმრის უკუკავშირის გაზიარება შესაბამის დეპარტამენტთან;
** პრობლემების ოპერატიულად გადაჭრა და სტუმრის კმაყოფილების უზრუნველყოფა;
მოთხოვნები:
** კარგი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები;
** კარგი საორგანიზაციო უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** აუცილებელია ინგლისური და ქართული ენების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.