ჰოსტი, მზარეული — რესტორანი Cheese Farm

რესტორანი Cheese Farm — ლოგო
რესტორანი Cheese Farm

ჰოსტი, მზარეული

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

რესტორანი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. ჰოსტი/ჰოსტესი

ადგილმდებარეობა: თბილისი

გრაფიკი: 2/2

ანაზღაურება: 1200 ლარი

ძირითადი მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
  • გამართული და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი;
  • სტუმარზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
  • პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა;
  • სასიამოვნო და პროფესიონალური კომუნიკაციის სტილი;
  • გუნდში მუშაობის უნარი.

მოვალეობები:

  • სტუმრების დახვედრა და გაცილება;
  • სტუმრების მაგიდებთან განთავსება;
  • რეზერვაციების კონტროლი და მართვა;
  • სტუმრებთან კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • სტუმრების კომფორტისა და მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა.

2. მზარეული

ადგილმდებარეობა: თბილისი

გრაფიკი: 5/2

ანაზღაურება: 1500 ლარი

ძირითადი მოთხოვნები:

  • მზარეულად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — სავალდებულოა;
  • კერძების მომზადება რეცეპტურისა და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად;
  • სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • პასუხისმგებლიანობა და დისციპლინირებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი.

მოვალეობები:

  • კერძების მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • სამუშაო ადგილისა და ინვენტარის სისუფთავის დაცვა;
  • პროდუქციის სწორად დამუშავება და შენახვა;
  • სამზარეულოს ყოველდღიურ სამუშაო პროცესში აქტიური მონაწილეობა.