ჰოსტი
შემოუერთდი "ყავის ლაბორატორიის" გუნდს ჰოსტის პოზიციაზე!
ჩვენს შესახებ
"ყავის ლაბორატორია" 2017 წელს დაარსდა და დღეს ერთ-ერთი წამყვანი Specialty Coffee ქსელია საქართველოში.
ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც ერთმანეთს ხვდება მაღალი ხარისხის ადგილზე მოხალული ყავა, სამზარეულო და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურება. გარდა კაფე-რესტორნების ქსელისა, ვამარაგებთ პარტნიორ ბიზნესებს Specialty ყავით და საქართველოში ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ყავის ინდუსტრიის არაერთ საერთაშორისო ბრენდს.
თუ გსურს იმუშაო მეგობრულ, პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში, მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს გუნდს შემოუერთდები.
ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:
- კომუნიკაბელური
- ენერგიული
- პოზიტიური
- პასუხისმგებლობიანი
- მოწესრიგებული
- თავაზიანი
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების თბილი დახვედრა და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
- მენიუსა და პროდუქტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
- სტუმრებისთვის სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გამოცდილების შექმნა
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: მორგებადი (ცვლებში მუშაობა)
- I ცვლა - 08:30-15:45
- II ცვლა - 15:45-23:00