ჰორეკა ტერიტორიის განვითარების მენეჯერი
შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომპანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.
გაყიდვების დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ჰორეკა ტერიტორიის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე
ოფისის მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის #239 დ.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი, 40 სამუშაო საათი კვირაში.
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური გეგმის შესრულებაზე დამოკიდებული ბონუსი, 4600ლ გეგმის 100%-ით შესრულებისას.
ძირითადი მოვალეობები:
- ჰორეკა (სასტუმროები, რესტორნები, კაფე-ბარები, სხვა კვების ობიექტები) ობიექტებში მოლაპარაკებების წარმართვა;
- მის დაქვემდებარებაში არსებული ბიზნესის განვითარების აგენტების მუშაობის მონიტორინგი და საველე სამუშაო პროცესის სრული მართვა;
- კვების ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების მონიტორინგი;
- სავაჭრო ქსელის გაფართოებისა და განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
- დებიტორების სიის ანალიზი და კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული მითითებების შესრულება;
- გუნდის წევრების მიერ დისციპლინის, სტანდარტების, შიდა რეგულაციების დაცვისა და შესრულების მონიტორინგი;
- გუნდში ჯანსაღი ურთიერთობებისა და სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
აუცილებელი მოთხოვნები:
- გაყიდვების/დისტრიბუციის სფეროში სუპერვაიზერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- MS Office-ის სტანდარტული პაკეტის ცოდნა;
- უმაღლესი განათლება, სასურველია მენეჯმენტის ან ეკონომიკურ სფეროში
- უცხო ენების-რუსული ან ინგლისურის ცოდნა;
- ავტომობილის მართვის მოწმობა;
დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენ რას გთავაზობთ:
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
- სამართლიან, გამჭვირვალე შეფასების სისტემას
- კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
- საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას
შერჩევის ეტაპები:
- გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ეიჩართან
- შეხვედრა ამყვან მენეჯერთან
- კონკრეტული დავალების შესრულება/პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა