ჰორეკა ბიზნესის განვითარების მენეჯერი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასვე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად " პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება" -შ.პ.ს ვასაძის პურს და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის.
"სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
საკონდიტრო კომპანია "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: HoReCa ბიზნესის განვითარების მენეჯერი
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი და რეგიონი
- ოფისის მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული)
- ანაზღაურება: 2000-2500 ფიქსირებული + ყოველთვიური გეგმასთან მიბმული ბონუსი
ფუნქცია/მოვალეობები:
- HORECA მიმართულების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- HORECA ბაზრის კვლევა, პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება და ბაზრის შესაძლებლობების შეფასება;
- კომერციული შეთავაზებების მომზადება და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება;
- გაყიდვების გეგმების შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
- ახალი პროდუქტების დანერგვისა და ბაზარზე პოზიციონირების პროცესში მონაწილეობა;
- კონკურენტული გარემოსა და ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
- დებიტორული დავალიანებების კონტროლი და გადახდების დროული უზრუნველყოფა;
- გაყიდვების შედეგების ანალიზი და რეგულარული ანგარიშგების მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში HORECA მიმართულების გუნდის ჩამოყალიბებასა და მართვაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
- აუცილებელია HoReCa სექტორში და FMCG მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- გაყიდვების დაგეგმვისა და ბიზნესის განვითარების პრაქტიკული გამოცდილება;
- მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და ურთიერთობის მართვის ძლიერი უნარები;
- შედეგზე ორიენტირებული და ანალიტიკური აზროვნება;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- აქტიური;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
- ორგანიზებული და მოწესრიგებული;
- შედეგზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
- განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
- ფიტპასს და კორპორატიულ დაზღვევას.