ჰიდროტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების განყოფილებ. ინჟინერი- ბათუმი
შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგური" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე - ჰიდროტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების განყოფილების ინჟინერი.
კვალიფიკაციური მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი განათლება მშენებლობის, ჰიდროტექნიკის, საინჟინრო ნაგებობებისა ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილება ინჟინერიის, სამშენებლო, საპროექტო სფეროში არანაკლებ 2 წ.
ცოდნა და უნარები:
- ნორმატიული დოკუმენტების, სტანდარტების და სამშენებლო ნორმების ცოდნა.
- სასურველია გრაფიკული პროგრამების ცოდნა (AutoCAD, CorelDRAW) ასევე საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel).
- ენები: რუსული ენის ფლობა (ზეპირი და წერილობით).
- დამატებითი მოთხოვნები: უპირატესობა მიენიჭება საპროექტო დოკუმენტაციასთან და სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშებებთან მუშაობის გამოცდილება.
ვალდებულებები:
- სამუშაო ნახაზების, სქემების და კონსტრუქციული დოკუმენტაციის შემუშავება, პროექტირება და შეთანხმება.
- მშენებლობისა და პროექტირების ღირებულების შეფასება, ხარჯთაღრიცხვის შედგენა, საბიუჯეტო მონაცემების ანალიზი.
- სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დაცვის კონტროლი, შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება.
- საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისათვის ტექნიკური დავალებების მომზადებაში მონაწილეობა.
- ჰიდროტექნიკური ნაგებობების ხარისხისა და უსაფრთხოებას გაუმჯობესებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება.
- სანარდო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სამუშაოების შესრულების ხარისხისა და ვადების შემოწმება.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლიანობა.
- მაღალი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი.
- შეზღუდული დროის პირობებში დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება.
- ორგანიზაციული უნარები, სამუშაო პროცესების დაგეგმარების ცოდნა.
- დეტალებისადმი ყურადღება და ანალიტიკური აზროვნების უნარი.