ჰიდრო-ტექნიკური ნაგებობების ინჟინერი
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ვაკანსიას ჰიდრო-ტექნიკური ნაგებობების ინჟინრის პოზიციაზე ჰიდროენერგო დეპარტამენტში.
არსებითი პირობები:
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (მივლინებები კომპანიის სხვადასხვა ლოკაციაზე)
- სამუშაოს გრაფიკი: 09:00-18:00 სთ, შესვენება 1 საათი (13 სთ-დან 14 სთ-მდე)
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
კონკურენტული ანაზღაურება, კომპანიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და სურვილისამებრ, Fitpass. თბილისიდან მოგემსახურებათ ტრანსპორტი.
ძირითადი მოვალეობები:
- ჰიდროტექნიკური ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის დათვალიერება, დეფექტების იდენტიფიცირება და მათი წარმოშობის მიზეზების ანალიზი;
- ნაგებობების უსაფრთხო და უწყვეტი ექსპლუატაციის მიზნით პრევენციული და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა, მოცულობებისა და შესრულების გრაფიკების შედგენა;
- ჰიდროტექნიკური და შესაბამისი სამშენებლო/სანტექნიკური მასალების საჭიროების განსაზღვრა, მიწოდების გრაფიკებისა და ტექნიკური მოთხოვნების მომზადება;
- საპროექტო და სამუშაო ნახაზების წაკითხვა, ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირებაში/განახლებაში მონაწილეობა;
- ჰიდროტექნიკური ნაგებობების სქემების, ესკიზებისა და სამუშაო ნახაზების მომზადებაში მონაწილეობა;
- ჰიდრავლიკური და კონსტრუქციული პარამეტრების კონტროლი (წყლის დონე, დებიტი, წნევა და სხვ.) და ნაგებობების ტექნიკური ექსპლუატაციის მონიტორინგი;
- ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება (აქტები, დეფექტური უწყისები, ნახაზები, სქემები, ჟურნალები);
- შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან;
- პერიოდული და მოთხოვნის საფუძველზე ანგარიშგების (რეპორტების) მომზადება მიმდინარე ტექნიკური მდგომარეობისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ;
- ავარიული სიტუაციების პრევენცია, გამოვლენა და ლიკვიდაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
ცოდნა და უნარები:
- ტექნიკური უსაფრთხოების წესები.
- ტექნიკური ექსპლუატაციის წესები და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები