ჰემატოლოგი — დავით დავარაშვილის კლინიკა

დავით დავარაშვილის კლინიკა — ლოგო
დავით დავარაშვილის კლინიკა

ჰემატოლოგი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

დავით დავარაშვილის კლინიკა, აცხადებს ვაკანსიას ჰემატოლოგის პოზიციაზე და ეძებს მოტივირებულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ სპეციალისტს.

ძირითადი მოვალეობები:

  • ამბულატორიული პაციენტების მიღება და კონსულტირება;
  • პაციენტის სამედიცინო ისტორიის (ანამნეზის) შეკრება, შეფასება და მართვა;
  • ჰემატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობის გეგმის შემუშავება;
  • ლაბორატორიული და სხვა დიაგნოსტიკური კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია;
  • პაციენტების მართვა მოქმედი კლინიკური გაიდლაინებისა და პროტოკოლების შესაბამისად;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ჰემატოლოგიის სახელმწიფო სერტიფიკატი;
  • პროფესიული საქმიანობის მოქმედი უფლება;
  • სასურველია სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • კლინიკური გაიდლაინებისა და თანამედროვე სამედიცინო პროტოკოლების ცოდნა;
  • სამედიცინო საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • დამატებითი ტრენინგები და პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: დავით დავარაშვილის კლინიკა, თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას ქუჩა 13.
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 1 დღე (კონკრეტული დღე შეთანხმდება სპეციალისტთან) 09:00 - 17:00;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით, გამომუშავების სისტემის მიხედვით.

პერსონალური მონაცემების დამუშავება:

ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შერჩევისა და რეკრუტირების მიზნებისთვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ