Helpdesk მხარდაჭერის სპეციალისტი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია ILARIA ეძებს Helpdesk მხარდაჭერის სპეციალისტს პარტნიორი კომპანიისთვის:
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ვეძებთ Helpdesk მხარდაჭერის სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ტექნიკური საკითხების ეფექტურ მართვას, პრობლემების პირველადი დიაგნოსტიკასა და დროულ გადაწყვეტას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლებისგან შემოსული საკითხებისა და პრობლემების მიღება, რეგისტრაცია და დაზუსტება;
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია პრობლემის გადაჭრის სრულ პროცესში;
- ტექნიკური საკითხების პირველადი დიაგნოსტიკა და ანალიზი;
- ხშირი და სტანდარტული პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტა პირველ დონეზე;
- საჭიროების შემთხვევაში ტიკეტების შექმნა და საკითხების შესაბამის გუნდებზე ესკალაცია;
- ტიკეტების სტატუსის მონიტორინგი და პროცესის კონტროლი საბოლოო გადაწყვეტამდე;
- მომხმარებლებისთვის კონსულტაციისა და მხარდაჭერის გაწევა სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- მომხმარებლებთან ეფექტური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი;
- ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- ვებაპლიკაციების მუშაობის საბაზისო გაგება;
- ბრაუზერის Developer Tools-ის გამოყენებით პირველადი დიაგნოსტიკის უნარი;
- ტიკეტების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ან სწრაფად ათვისების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრობლემების ანალიზისა და ეფექტურად გადაჭრის უნარი.
დამატებითი უპირატესობები:
- SQL-ის ან სისტემური ლოგების წაკითხვის საბაზისო ცოდნა;
- თურქული ენის ცოდნა;
- Helpdesk-ის, ტექნიკური მხარდაჭერის ან ვებპროდუქტების მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: