ჰელპ დესკის სპეციალისტი — ბაზისბანკი

ბაზისბანკი

ჰელპ დესკის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ს.ს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას ჰელპ დესკის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მოვალეობები:

  • ოფისში ტექნიკური მოთხოვნების მიღება სატელეფონო, ელ-ფოსტის ან ტიქეთინგ სისტემის საშუალებით;
  • პროგრამულ და აპარატურულ პრობლემებთან დაკავშირებული პირველადი დიაგნოსტიკა და სწრაფი გადაწყვეტა;
  • ოპერაციული სისტემების (Windows) ძირითადი პრობლემების განხილვა და შეფერხებების აღმოფხვრა;
  • ოფისის პროგრამების (Microsoft Office/365, Google და სხვ.) მხარდაჭერა;
  • ქსელური კავშირების (Wi-Fi /VPN) პრობლემების იდენტიფიკაცია და პირველადი troubleshooting;
  • ტექნიკური ინციდენტების და სერვისების მოთხოვნების რეგისტრაცია, მონიტორინგი და დროული დახურვა ტიქეთინგ სისტემაში;
  • კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი, მონიტორი და ა.შ.) კონფიგურაცია და მხარდაჭერა;
  • ახალი მომხმარებლებისთვის ანგარიშების შექმნა, წვდომების მინიჭება და სისტემაში ჩასმა;
  • IT ინფრასტრუქტურის საბაზისო ზედამხედველობა და პრობლემების სწრაფი ესკალაცია შესაბამის გუნდთან;
  • უსაფრთხოების პოლიტიკების დაცვა და მომხმარებლებისთვის უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკების კონსულტაცია.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (შესაძლოა იყოს დამამთავრებელი კურსების სტუდენტი);
  • კომპიუტერული ტექნიკის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • ლოკალური ქსელის მუშაობის პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • Microsoft SQL საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!