Help Desk ოპერატორი
Indigo Cars
ავტოიმპორტიორი კომპანია "IndigoCars" აცხადებს ვაკანსიას Help Desk ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
ანაზღაურება: ხელფასი 1000 ლარი + ბონუსი (საშუალოდ 2000-2500 ლარი)
განაკვეთი: მცოცავი გრაფიკი - 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება 10:00-22:00 საათამდე
დასვენების დღე: კვირა
ძირითადი ფუნქციები:
- კომპანიის შემომავალ ზარებზე პასუხი;
- შემოსული მოთხოვნების რეგისტრაცია და შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება;
- ხშირად დასმულ კითხვებზე სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
- პრობლემის იდენტიფიცირება და პირველადი დახმარების გაწევა;
- რთული ან გადაუდებელი საკითხების შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება;
- მომხმარებლებთან სატელეფონო, ელექტრონული და ონლაინ კომუნიკაცია;
- ზარებისა და მიმართვების პროგრამაში ზუსტად აღრიცხვა;
- პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
- მომსახურების მაღალი სტანდარტისა და თავაზიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- მომხმარებელთა უკუკავშირის მიღება;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (მართლწერისა და გამართული მეტყველების უნარი);
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
- მომხმარებელთა მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
პიროვნული მახასიათებლები:
- კეთილგანწყობა/პოზიტიურობა;
- ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ.
- სტრესულ გარემოში მუშაობისა და პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
- კომუნიკაბელურობა,
- ორგანიზებულობა,
- გუნდური მუშაობის უნარი;
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ფიტპასი;