ჰაუსქიფინგის რანერი- ბათუმი — სასტუმრო ოპუს ბათუმი

სასტუმრო ოპუს ბათუმი — ლოგო
სასტუმრო ოპუს ბათუმი

ჰაუსქიფინგის რანერი- ბათუმი

₾1250 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "ოპუსი" აცხადებს ვაკანსიას ჰაუსქიფინგის დეპარტამენტის რანერის პოზიციაზე.

თუ ხარ შრომისმოყვარე, სწრაფი და გსურს გახდე საერთაშორისო სტანდარტების სასტუმროს გუნდის ნაწილი, ეს ვაკანსია შენთვისაა!

ლოკაცია: ბათუმი

განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: 1250 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • ჰაუსქიფინგის დეპარტამენტისთვის საჭირო ნივთების (სარეცხი საშუალებები, თეთრეული, პირსახოცები და სხვ.) ოპერატიული მიწოდება სასტუმროს ნომრებში.
  • სამუშაო ინვენტარისა და საწყობის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის შენარჩუნება.
  • დეპარტამენტის სუპერვაიზერის მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • ფიზიკური გამძლეობა და აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი.
  • პუნქტუალურობა და დისციპლინა.
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს.
  • პროფესიულ განვითარებას ახლად გახსნილ სასტუმროში.