Guest Service-ის თანამშრომელი
ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო "ibis Tbilisi City" აცხადებს ვაკანსიას Guest Service-ის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები
- ადგილმდებარეობა: თბილისი, სასტუმრო ibisi Tbilisi city, ვ. წითლანაძის ქუჩა N1
- სამუშაო განრიგი: 2/2, დილის და საღამოს სმენა 12-საათიანი ცვლები.
- ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1400 ლარი.
შენი როლი იქნება:
- სტუმრების მიღება, განთავსება და გაცილება (Check-in/Check-out პროცედურების შესრულება);
- სტუმრების მოთხოვნებისა და შეკითხვების მართვა;
- სასტუმროს ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მხარდაჭერა;
- საუზმის, ბარისა და რესტორნის სხვა სერვისებში ჩართულობა;
- დეპარტამენტებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- სტუმრის კმაყოფილებაზე ზრუნვა და პრობლემების სწრაფი გადაჭრა.
მოთხოვნები:
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით სტუმარმასპინძლობის სფეროში;
- კომუნიკაციის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ინგლისური ენის ცოდნა (სხვა დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- Opera Cloud-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ACCOR-ის სასტუმროების ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას;
- ტრენინგებსა და განვითარების შესაძლებლობებს;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
წარმატებას გისურვებთ!