გრუმერი — Furberry Grooming Studio

Furberry Grooming Studio

გრუმერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

გრუმინგ სალონი "Furberry Grooming Studio" სამუშაოდ იწვევს გამოცდილ გრუმერებს.

სახელფასო სისტემა განისაზღვრება სრული გამომუშავებულიდან შესაბამისი %.-ით. პროცენტი კი დამოკიდებულია გრუმერის გამოცდილებაზე, რომელიც განისაზღვრება ინდივიდუალურად.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:30-20:00 სთ

დასვენების დღეებზე შეთანხმდებიან თავად გრუმერები, ცვლების სისტემით.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • პროფესიონალიზმი
  • კლიენტებთან ღიმილიანი და თბილი შეხვედრა
  • ცხოველების სიყვარული
  • ორიენტირებული კომპანიის იმიჯზე და განვითარებაზე
  • საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, რაშიც ჩვენი გუნდი ხელს შეუწყობს

ჩვენთან დაგხვდებათ, თბილი, მეგობრული და ადამიანური პირობები. ყოველთვის ვიზრუნებთ ჩვენი თანამშრომლის კეთილდღეობასა და განვითარებაზე.