გრაფიკული დიზაინერი — ასპ-გრუპი

ასპ-გრუპი

გრაფიკული დიზაინერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი ლილო.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 18:30 საათები.

ანაზღაურება: (შეთანხმებით, გამოცდილების მიხედვით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გრაფიკული დიზაინის შექმნა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისთვის;
  • სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული კომუნიკაციებისთვის საჭირო ვიზუალების მომზადება;
  • POS მასალების დიზაინის შექმნა;
  • კომპანიის სარეკლამო-საინფორმაციო მასალებისთვის (ფლაერი, ბუკლეტი, სტიკერი, ბილბორდი) დიზაინის შექმნა და საბეჭდ ფაილებად გამზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა: Photoshop, Illustrator;
  • ინგლისური ენის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კრეატიულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ინფორმაციის სწორად აღქმისა და გადამუშავების უნარი.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ