გრაფიკული დიზაინერი
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" 2006 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად მართავს ავტოგასამართი სადგურების 150-მდე ქსელს, რომელიც უზრუნველყოფს ბენზინის, დიზელისა და თხევადი ნავთობის გაზის (LPG) მიწოდებას საქართველოს მასშტაბით.
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
გრაფიკი: ჰიბრიდული
ანაზღაურება: 3500 NET
ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი, საწვავზე ფასდაკლების ბარათი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბრენდის გაიდლაინის (Brandbook) გათვალისწინებით, ციფრული და ბეჭდური მასალების მომზადება (სოციალური ქსელებისთვის, ვებგვერდისთვის, პარტნიორი კომპანიებისთვის, ოფლაინ აქტივობებისა და სხვა შიდა დეპარტამენტებისთვის);
- საჭიროების შემთხვევაში, უკვე არსებული დიზაინ-ფაილების მოდიფიცირება და განახლება;
- საბეჭდი და საპოლიგრაფიო მასალის (ბანერები, ფლაერები, ბუკლეტები, ბრენდირებული აქსესუარები) დიზაინის შექმნა და ბეჭდვისთვის ტექნიკურად სწორად მომზადება;
- დიზაინის მომზადების პროცესში ახალი, კრეატიული იდეების მოძიება და მარკეტინგის გუნდისთვის შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინ. 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- პროფესიული განათლება გრაფიკული დიზაინის, ვიზუალური ხელოვნების ან მარკეტინგის მიმართულებით;
- გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop, Adobe Illustrator) მაღალ დონეზე ფლობა; (Figma-სა და Adobe InDesign ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- ინგლისური ენის ცოდნა;
- MS Office-ის ფლობა;
პიროვნული უნარები:
- კრეატიული აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ესთეტიკის გრძნობა;
- დროის მენეჯმენტი და რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი (Multitasking);
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
- ინიციატივის გამოვლენისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობას.