გრაფიკული დიზაინერი
Brandme ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, კრეატიულ და მოტივირებულ ადამიანს გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - ხუთშაბათი ოფისიდან, პარასკევი - ონლაინ
სამუშაო საათები: 10:30 – 18:30
ფუნქცია-მოვალეობები:
- სოციალური მედიისთვის კრეატიული ვიზუალებისა და კამპანიების დიზაინის მომზადება;
- ციფრული და ბეჭდური მასალების დიზაინის შექმნა (ბანერები, პოსტერები, პრეზენტაციები, სარეკლამო მასალები და სხვა);
- სხვადასხვა ბრენდისთვის ვიზუალური იდენტობის განვითარებაში მონაწილეობა;
- სოც. მედიის პლატფორმებისთვის თანამედროვე და ესთეტიკური კონტენტის მომზადება;
- კამპანიებისა და პროექტებისთვის moodboard-ების, mockup-ებისა და ვიზუალური მიმართულებების შექმნა;
- ბრენდის ვიზუალური სტილის ერთიანობის დაცვა ყველა საკომუნიკაციო არხში;
- მიღებული ბრიფისა და ვადების შესაბამისად პროექტების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- Adobe Photoshop-ისა და Illustrator-ის კარგი ცოდნა;
- Canva-სა და სხვა დიზაინ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველი გამოცდილება: 1 წლიანი გამოცდილება დიზაინის, ბრენდინგის ან სოციალური მედიის მიმართულებით.