გრაფიკული დიზაინერი — TEKA

TEKA — ლოგო
TEKA

გრაფიკული დიზაინერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სამზარეულოს ჩასაშენებელი ტექნიკისა და სააბაზანო აქსესუარების პრემიუმ ბრენდი, TEKA ეძებს შემოქმედებით და მოტივირებულ გრაფიკულ დიზაინერს, რომელიც ჩაერთვება ბრენდის ვიზუალური კომუნიკაციისა და სარეკლამო მასალების შექმნაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • სარეკლამო და მარკეტინგული მასალების დიზაინის შექმნა (ბანერები, ფლაერები, კატალოგები, სოციალური მედიის ვიზუალები და სხვა);
  • პროდუქციისა და კამპანიებისთვის ვიზუალური კონცეფციების შემუშავება;
  • სამზარეულოს ინტერიერების ფოტოების დამუშავება და ვიზუალური პრეზენტაციების მომზადება;
  • ინტერიერის დიზაინთან დაკავშირებული ვიზუალური მასალების შექმნა;
  • ბრენდის ვიზუალური სტანდარტების დაცვა და განვითარება;
  • მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • Adobe Photoshop, Adobe Illustrator და სხვა შესაბამისი პროგრამების ცოდნა;
  • კრეატიული ხედვა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პორტფოლიოს წარმოდგენა სავალდებულოა.

დამატებითი უპირატესობა:

  • ინტერიერის დიზაინის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • სამზარეულოსა და საცხოვრებელი ინტერიერების ვიზუალიზაციის ან დიზაინის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • 3D ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ფორმატი: დისტანციური;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მოქნილ სამუშაო გარემოს;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას.